ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და სხვა მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები არ წესდება

“ვხელვმძღვანლობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით”, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ განაცხადა.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
ამასთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები.

,,უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ ადგილობრივ და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვხელვმძღვანლობთ ეპიდემიოლოგებისა და სამართალდამცავი უწყებების მითითებებით“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ამ ეტაპისთვის კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები