კახაბერ კუჭავამ და გაერთიანებული სამეფოს ელჩმა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს

????????????????????????????????????

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრეს. კახაბერ კუჭავას განცხადებით, ქართული მხარისთვის საინტერესოა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო საქმიანობის გაცნობა და გაზიარება, ამ პროცესში კი აღსანიშნავია ვესტმისტერის დემოკრატიული ფონდის (WFD) მიერ ორგანიზებული პროგრამებისა და პროექტების როლი.

საუბარი, ასევე, შეეხო საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად და გარდამტეხი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის.

გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა საქართველოს პარლამენტთან აქტიურ კომუნიკაციასა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაზე მზაობა გამოთქვა. მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი განაგრძობს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მიესალმება იმ ცვლილებებს, რაც განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები