ზუგდიდის ტექნოპარკში წარჩინებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

ზუგდიდის ტექნოპარკში 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა.

„გილოცავთ ამ წარმატებას, მიხარია, რომ ზუგდიდს ამდენი წარმატებული ახალგაზრდა ჰყავს. თქვენ ხართ ჩვენი მომავალი თაობა და ის საყრდენი, რომელზეც შენდება ჩვენი სახელმწიფო. თითოეული თქვენგანის წარმატებაში უდიდესი წვლილი თქვენს პედაგოგებსა და მშობლებს მიუძღვით. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის”, – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

დაჯილდოებული 100 წარმატებული მოსწავლიდან 76 ოქროს, 24 კი ვერცხლის მედალოსანია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დაცული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები