ცაგერში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა

ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა. დაინფიცირებულთა ისტორია თბილისში ჩატარებულ ხალხმრავალ ქორწილს უკავშირდება.

“კვლევების შედეგად ლაბორატორიაში გაგზავნილი 121 ბიოლოგიური ანალიზიდან დაგვემატა 7 ახალი დადასტურებული შემთხვევა, აქედან 5 სოფელ ორბელის, 2 კი ლაჯანის მაცხოვრებელია”, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ცაგერის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, თეა გურგუჩიანმა.

მისი თქმით, 2 არასრულწლოვანია და ყველა ახალი შემთხვევა თბილისის ქორწილის პირდაპირი კონტაქტია.

“იქედან გამომდინარე, რომ 7 ახალი შემთხვევიდან 5 სოფელ ორბელს უკავშირდება, დღეს კონტაქტების ეპიდემიოლოგიური კვლევა და მოსახლეობის ტესტირება სოფელ ორბელში დაიწყება”, – თქვა გურგუჩიანმა.

ბოლო მონაცემებით, ცაგერში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლაჯანა, ლეშკედა, სპათაგორსა და ორბელში ეპიდემიოლოგიური კვლევები მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 დღის წინ კოვიდინფექციის 5 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები