ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში 1942 წელს დაბადებული, რუსეთის მოქალაქე, გერასიმოვა ლიუდმილა გარდაიცვალა.

ე.წ. გენპროკურორის პრესსამსახურის უფროსის, დაურ ამიჩბას თქმით, ქალი სოხუმი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გულის შეტევით მოათავსეს.

გერასიმოვა სოხუმში ისვენებდა.

ამიჩბას თქმით, მომხდართან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიზე ე.წ. საზღვარი ტურისტებისთვის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ 1-ელ აგვისტოს გაიხსნა. ე.წ.ოფიციალური მონაცემით, 3 სექტემბრის მდგომარეობით ე.წ.საზღვარი მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები