საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისათვის, საქართველოში კორონავირუსის 1 830 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ ცხრა პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 334-ს შეადგენს.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები