გიორგი გამსახურდია: ბედის ირონიაა, როდესაც მარადმწვანე კომკავშირელი – ხაზარაძე ქვეყნისა და მამაჩემის ერთგულ თანამებრძოლებს ,,პროვოკატორებს,, უწოდებს
“ბედის ირონიაა, როდესაც 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდგომ მარადმწვანე კომკავშირელი ხაზარაძე ქვეყნისა და მამაჩემის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან და იდგნენ, ,,პროვოკატორებს, უწოდებს”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ზუგდიდში „ლელოს“ მიერ გამართული ღონისძიებასთან დაკავშირებით წერს, სადაც მამუკა ხაზარაძემ ცალკეულ ჯგუფებს პროვოკატორი უწოდა.
გიორგი გამსახურდია იმედს გამოთქვამს, რომ ხაზარაძე მალე მიიღებს ხალხისგან ამომწურავ პასუხს.
„ბედის ირონიაა, როდესაც 9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდგომ მარადმწვანე კომკავშირელი ხაზარაძე ქვეყნისა და მამაჩემის ერთგულ თანამებრძოლებს, რომლებიც ისტორიის ნათელ მხარეს დგანან და იდგნენ, ,,პროვოკატორებს,, უწოდებს. იმედი მაქვს, მიიღებს მალე ხალხისგან ამომწურავ პასუხს“, – აღნიშნავს გიორგი გამსახურდია.