პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს მე-8 სამმართველოს თანამშრომლებმა, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, ორი პირი: 1987 წელს დაბადებული გ.ხ. და 1976 წელს დაბადებული პ.ს. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, თბილისში, მეტროსადგური “ვარკეთილის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ორმა მოქალაქემ – გ.ხ.-მ და პ.ს.-მ პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ორ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, სამართალდამცველებმა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.