ოქსფორდის ვაქცინის ცდა მთელს მსოფლიოში შეჩერდა

ოქსფორდის მეცნიერებმა და ფარმაცევტული კომპანიის – AstraZeneca-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინის – AZD1222-ის კლინიკური ცდები შეჩერებულია აშშ-ში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბრაზილიასა და ბრიტანეთში. ამის მიზეზად დასახელდა გართულება, რომელიც ერთერთ მოხალისეს გამოუვლინდა. თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის უკუშედეგზეა საუბარი.

ცდებში, ჯამურად, 17 ათასამდე მოხალისეს უნდა მიეღო მონაწილეობა.

მომხდარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს არ არის იშვიათი მოვლენა, რადგან პრეპარატის შემუშავების პროცესში მთავარია უსაფრთხოება.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ AstraZeneca-ამ ცდების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ​AstraZeneca-ას ვაქცინას მსოფლიოში ,,ყველაზე პერსპექტიულს,, უწოდებდა. გარდა ამისა, ეს ვაქცინა ცდების თვალსაზრისით ყველაზე წინ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები