ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.

არსებილი ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი რიონში საცურაოდ შევიდა და იგი მდინარემ გაიტაცა.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი დრონით.

გამოძიება დაწყებულია სსკ -ს 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები