ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატი: სტიქიის ზონაში მყოფ ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწია

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტის კურორტ ლაშიჭალაში იმყოფება, სადაც უხვი ნალექის გამო საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა.

,,სტიქიის ზონაში მყოფ ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება უკვე გაეწია და ვრჩებით უწყვეტ კომუნიკაციაში მათთან. ამ ეტაპისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ველით ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენას”, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ცაგერის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები