საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 29 წელი გავიდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღიდან 29 წელი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი, N187 ბრძანებულება სწორედ 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება.

დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.

ამავე ბრძანებულების თანახმად, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები