ამირან გამყრელიძე: ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ამ დროისთვის ყველაზე ცხელ წერტილად აჭარა რჩება.

მისივე თქმით, ბათუმში ათი შემთხვევის ინფიცირების წყარო დაუდგენელია.

„მოგეხსენებათ, ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს, 100 000 მოსახლეზე 47.8. აჭარაში 25 ახალი შემთხვევიდან შვიდი არის ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ხუთი ოჯახის წევრი, ასევე,  იუსტიციის სახლის სამი შემთხვევა გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი „ორბის“ თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა „ბრადერსის“ სანიტარი“. სამწუხაროდ, დღეს ათი გვაქვს ბათუმში ჯერჯერობით დაუდგენელი, უცნობი წყარო. გურიის რეგიონში რვა ინფიცირებული გვყავს და ყველა უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები