წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება
წელს თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დაიგეგმება კონცერტები, რომლებიც მხოლოდ ლაივრეჟიმში გადაიცემა.
„გადაწყვეტილება მივიღეთ თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებით. თბილისობა იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. შესაბამისად, თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც მხოლოდ ლაივრეჟიმში გადაიცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.