თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა პირველ ნოემბრამდე გადაიდო

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები, კინოთეტრები და ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცალკეული შეზღუდვების დაწესების, კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რომელიც ხვალიდან შევა ძალაში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალსიწინებით, კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა ერთი თვით გადაიდო, თეატრები და კინოთეატრები ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრები, გაიხსნება პირველი ნოემბრიდან“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები