მარინა ეზუგბაია: ქვეყანაში არსებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის რაოდენობიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია  დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა.

“კორონავირუსის სტატისტიკა – გუშინდელი 45 და დღევანდელი 44 მიანიშნებს, რომ ინფექციის მატებაა, რაც აუცილებად ითხოვს არსებული რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს. დისტანცირება, პირბადეების ტარება და პირადი ჰიგიენის დაცვა – ამ რეკომენდაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები