საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთოების რაოდენობა 26,1%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 28 196 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 5 837 ერთეულით, ანუ 26,1%-ით აღემატება.

სულ 2020 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ შეადგინა 166 367 ერთეული, რაც 15,2%-ით, ანუ 21 944 ერთეულით მეტია 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები