ირაკლი გოგავა: სააკაშვილის განცხადება, რომ საქართველოში ჩამოვა, წმინდა წყლის საარჩევნო პიარტექნოლოგიაა
“არეულობა არჩევნების წინ აუცილებლად იქნება, სანდო და კონფიდენციალური კვლევებით დასტურდება, რომ “ნაცმოძრაობა” არჩევნებში ნებისმიერ ვარიანტში მარცხდება. აქედან გამომდინარე, მათ დარჩენილი აქვთ ერთადერთი გზა – არიონ მონასტერი”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, ირაკლი გოგავა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში საუბრობს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით – პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჩამოსასვლელად არც რესურსი აქვს და არც – სურვილი.
“სააკაშვილი დღემდე პუტინის ერთგული ლეკვია, რომელსაც მხარს ამერიკელი ნეოკონსერვატორებიც უჭერენ. ეს გახლავთ მაკ-კეინის დაჯგუფება, რომელიც დღეს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის და ძალიან ბევრი მომხრე ჰყავს სახელმწიფო დეპარტამენტში, დაზვერვის სამსახურში, “იუსაიდში” და ა.შ. სწორედ ეს ხალხი აიძულებს პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრეზიდენტ ზელენსკის სააკაშვილისთვის ახალ-ახალი თანამდებობის შექმნას. სააკაშვილის ეკონომიკის მინისტრი – ირაკლი რეხვიაშვილი, რომელიც დარგს 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანლობდა, ბუდაპეშტში სოროსის ფონდის მთავარი მენეჯერი იყო. სოროსელი გახლდათ კახა ლომაიაც, ხოლო კახა ბენდუქიძე პირდაპირ კრემლიდან გამოგვიგზავნეს. მოკლედ, სააკაშვილის ხელისუფლება პუტინურ-სოროსული იყო.
სააკაშვილს საქართველოში ჩამოსასვლელად არც რესურსი აქვს და არც – სურვილი. მისი განცხადება, რომ საქართველოში ჩამოვა, წმინდა წყლის საარჩევნო პიარტექნოლოგიაა და დარწმუნებული ვარ, ის საქართველოსკენ ნაბიჯსაც არ გადმოდგამს. მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური განცხადება იმის შესახებ, რომ თუ სააკაშვილიო საქართველოში ფეხს შემოდგამს, დაიჭერენ. სააკაშვილის ისეთი მხდალი არსებაა, გამორიცხულია ციხეში ჩაჯდეს…
რაც შეეხება სააკაშვილისა და ბოკერიას ურთიერთობას – მათ პრობლემები მართლაც აქვთ, რადგან ბოკერიამ 2016 წელს სააკაშვილს ჯერ პარტია გაუყო და შემდეგ ფრაქცია… მაგრამ თუ დადგა ისეთი რეალობა, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად მათია გაერთიანება გახდა საჭირო, ისინი უსათუოდ გაერთიანდებიან..
არეულობა არჩევნების წინ აუცილებლად იქნება, სანდო და კონფიდენციალური კვლევებით დასტურდება, რომ ,,ნაცმოძრაობა,, არჩევნებში ნებისმიერ ვარიანტში მარცხდება. აქედან გამომდინარე, მათ დარჩენილი აქვთ ერთადერთი გზა – არიონ მონასტერი, რათა იქნებ რევოლუციისა და გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოვიდნენ. წვრილ-წვრილი ექვსკაციანი პარტიები, ცხადია, მათ მხარს აუბამენ, რათა მერე ხელისუფლებას პარლამენტში ადგილებისთვის ევაჭრონ. ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას სწორედ ეს განზრახვა აქვს, მაგრამ მათ ორი რამ ავიწყდებათ – არ გააჩნიათ არანაირი რესურსი და საქართველოში არ არის 2003 წელი. ქვეყანას ჰყავს სამართალდამცავი სტრუქტურა, საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულია სანდო ხალხი და ყველაზე მთავარი – გიორგი გახარია გამოჩნდა, როგორც უსერიოზულესი ლიდერი”, – განაცხადა პოლიტოლოგმა.