ირაკლი ჩიქოვანი: ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით, მოვახდენთ იდეების გენერირებას და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ზუგდიდში ახალგაზრდული სივრცე გახსნა, სადაც მომავალში კანდიდატი ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებს.

“დღის ბოლოს, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდული სივრცე გავხსენით. შეხვედრების შემდეგ საღამოობით ახალგაზრდებთან ერთად შევიკრიბებით და ერთად მოვახდენთ იდეების გენერირებას, ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ზუგდიდი კიდევ უფრო უკეთესი. ამ ქალაქს ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მონდომებული და ბრძოლისუნარიანი ახალგაზრდები ჰყავს. გელოდებით ყველას ჩვენს ახალგაზრდულ სივრცეში რუსთაველის, N61-ში”, – წერს ჩიქოვანი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები