ფიჭური კომპანი Арментел-ის კომერციული დირექტორი არჩილ მაღრაძე გარდაცვლილი იპოვეს

,,ბილაინის” სომხური შვილობილი კომპანიის Арментел-ის კომერციული დირექტორი 35 წლის არჩილ მაღრაძე სომხეთის სამთო-სათხილამურო კურორტ ცახკაძორში გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Газете.Ru ავრცელებს.
როგორც სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მაღრაძის გვამი ორშაბათს ცახკაძორის დასასვენებელ ზონა ,,ტუ ჯურის” მახლობლად იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მაღრაძე აპირებდა სნოუბორდით დაკავებას. სომხეთის შსს გამოძიების საწყის ეტაპზე გარდაცვალების შესაძლო მიზეზს ვერ ასახელებს. შსს -ში არც მკვლელობის და არც უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის დასრულების შემდეგაც გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია. ამ დროისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ გვამის მახლობლად ნაპოვნია მისი კუთვნილი Hyundai-ს მარკის ავტომობილი.
არჩილ მაღრაძე, ,,ბილაინის” შვილობილ კომპანია Арментел-ის კომერციული დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის ივლისში დაინიშნა. 2006-2008 წლებში მუშაობდა ,,ბილაინის” თბილისის ოფისში, სხვადასხვა დროს კი კომპანიის ტაშკენტისა და კამბოჯის ოფისებში. გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი ჰყავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები