კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მოუწოდებს დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას.

ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება უარესდება.

„მინდა, კომენტარი გავაკეთო ოძისის გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით. ხვალ ხდება ერთი წელი, რაც  გადაკვეთის ეს პუნქტი არის დაკეტილი. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და თვეების განმავლობაში ჩვენი შეშფოთება სულ უფრო მატულობს იქედან გამომდინარე, რომ ჰუმანიტარული სიტუაცია სულ უფრო უარესდება.

როგორც ვიცით, არის პრობლემები როგორც საკვებთან, ასევე, წამლებთან, ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, ძალიან შემცირდა ის კვეთები, რომელიც დაკავშირებულია გადაუდებელ შემთხვევებთან. არის ასევე სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც პენსიონერებთან, ისე – საგანმანათლებლო საკითხებთან. ეს საკითხები ეხებათ ადამიანებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას.

ასევე, მხედველობაშია მისაღები კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია. მაგრამ, კორონავირუსი არ იყო ის პირველადი დასაბუთება, რის გამოც ეს პუქნტი დაიკეტა. ამიტომ არც ეს არის პრაგმატული მიზეზი და ყველამ უნდა იფიქროს, რომ ხალხი მტკივნეულად განიცდის ამ საკითხს“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები