ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან 42.7 %-ით შემცირდა

საექსპორტო ბაზრებიდან დაბალი მოთხოვნისა და ფასის კლების გამო, 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 42.7%-ით შემცირდა. როგორც GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული,2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტის 51.8% მიმართული იყო თურქეთის, 38.4% – სომხეთისა და 9.9% აზერბაიჯანის მიმართულებით.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 32.0%-ით ჩამორჩება.

საშუალო ექსპორტის ფასი კვტ.სთ-ზე 3.7 კვტ.სთ-ს შეადგენდა, რაც წლიური 18.6%-იანი ზრდაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები