რატი იონათამიშვილი: ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა “ზონდერული” მენტალიტეტიდან
„თითოეული ქართველისთვის ყველაზე წმინდა არის ოჯახი და, შესაბამისად, ყველაზე დიდი სიბინძურე, რაც შეიძლება, ადამიანმა გამოხატოს ან ჩაიდინოს, ეს არის, როდესაც პოლიტიკური ინტერესების გამო ოჯახზე ახდენს თავდასხმასა და ოჯახის დისკრედიტაციას ცდილობს და თანაც ამას აკეთებს ფეიკ-ნიუსებით, ფეიკ-ინფორმაციებით, ანუ სიყალბით”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას “ფეისბუკსტატუსის” საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, ნიკა გვარამია დღემდე ვერ გამოსულა „ზონდერული” მენტალიტეტიდან და ხელშესახები არგუმენტები არ აქვს ოპონენტების წინააღმდეგ.
„ეს ადამიანები, ვინც ადრე „ზონდერი პროკურორები” იყვნენ, ახლა მედიის ზონდერებად მოგვევლინენ, მაგრამ რეალურად ზონდერული მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ, არ აქვთ რეალური არგუმენტი, რომელიც შეიძლება, ოპონენტის მიმართ, ამ შემთხვევაში – ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოიყენონ და ერთადერთი, რა გზასაც იტოვებენ – არის სიძულვილი, სიცრუე და ოჯახის ინსტიტუტზე იერიშის მიტანა. ამას პასუხი გაეცემა ძალიან მკაცრი, ძალიან მტკივნეული და ეს პასუხი იქნება ამავდროულად ძალიან სამართლიანი 2020 წლის 31 ოქტომბერს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.