რატი იონათამიშვილი: არავის მივცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს

“არავის მივცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.​

მისი თქმით, ოპოზიციამ სხდომაზე მისვლა და ოპონირება არც იკადრა.

„ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში” უკვე დამტკიცებულია. ამ ინიციატივის მიზანი არის, რომ დაიცვას ამომრჩევლის ხმის უფლება და ვერავინ მოახდინოს მასზე ზეგავლენა არაკეთილსინდისიერი გზით. დისკუსიამ, რომელიც ამ ინიციატივის გარშემო წარიმართა, როგორც აღმოჩნდა, ოპოზიციამ სხდომაზე არც კი იკადრა, რომ მოსულიყო და ოპონირება გაეწია ჩვენთვის, ზუსტად აჩვენა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება” – ვისაც სურს, რომ დემოკრატიულად წარიმართოს ეს საარჩევნო პროცესი და ევროპული სტანდარტი იყოს დამკვიდრებული და მეორე მხრივ, არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ ისევ სიძულვილის ენაზე, აგრესიაზე და პროვოცირებაზე, დაძაბულობაზე გააკეთოს აქცენტები. ცხადია, მსგავსი სტრატეგია ვეღარ იმუშავებს და ჩვენც არავის მისცემთ უფლებას, რომ არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები