ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0011 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასმა 3.0751 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.0762 ღირდა.
0.0394 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.6468 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6862 ლარი იყო.