გიორგი გამსახურდია: ძალიან კარგი ამბავი, ,,ბიბლუსმა” გამოთქვა მზაობა, ბაბუას მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ ტერიტორიაზე ბიბლიოთეკა გახსნას
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, გიორგი გამსახურდიას თქმით, ,,ბიბლუსმა” გამოთქვა მზაობა, კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ტერიტორიაზე ბიბლიოთეკა გახსნას. ამის შესახებ გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
როგორც გამსახურდია აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი საზოგადოებრივი და მომავალზე ორიენტირებული საქმეა.
„ძალიან კარგი ამბავი ,,ბიბლუსმა” გამოთქვა სურვილი და მზაობა, ბაბუას მუზეუმის მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ არსებულ ტერიტორიაზე გახსნას ბიბლიოთეკა. კიდევ ერთი საზოგადოებრივი და მომავალზე ორიენტირებული საქმე“, – წერს გიორგი გამსახურდია.