ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 9 ვაქცინა შემუშავდა

ჩინეთის ფარმაცევტულმა კომპანიებმა “კოვიდ 19”-ის საწინააღმდეგო ცხრა ვაქცინა შეიმუშავეს, რომელიც ამჟამად კლინიკური ცდების სტადიაზე იმყოფება და უახლოეს დროში სხვადასხვა ქვეყნისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ხუა ჩუნინმა განაცხადა.

“ჩინურმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა დამაიმედებელ შედეგებს მიაღწიეს. ბოლო მონაცემით, უკვე 9 ვაქცინაა კლინიკური ცდების სტადიაზე”, – აღნიშნა მან.

დიპლომატის თქმით, აღნიშნული პრეპარატები შექმნილია საჭირო სტანდარტებისა და იურიდიული ნორმების დაცვით.

“ადრე უკვე განვაცხადეთ, რომ ჩინური ვაქცინები დამზადების შემდეგ გლობალურად გავრცელდება”, – განმარტა ხუა ჩინინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები