ეფექტურია თუ არა რუსული ვაქცინა – გამალეის ცენტრმა “სპუტნიკ-V” ხანდაზმულებზეც გამოსცადა

რუსეთის გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევითი ცენტრის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლის ასაკი 70-80 წლამდე მერყეობს, დაწესებულების მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

როგორც ცენტრის დირექტორმა, ალექსანდრე გინცბურგმა განაცხადა, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელად არიან, აქტიურები, ლექციებს კითხულობენ, პაციენტებს აკვირდებიან, სპორტითაც არიან დაკავებული.

მისივე თქმით, თავად 68 წლის არის, რამდენიმე თვის წინ გაიკეთა აცრა და თავს კარგად გრძნობს.

აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიოში პირველი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დაარეგისტრირა, რომელიც გამალეის ცენტრმა შეიმუშავა სახელწოდებით –  “სპუტნიკ-ვ”.

თუმცა, დასავლეთის ქვეყნების მეცნიერები აღნიშნულ ვაქცინას უნდუბლობას უცხადებენ, რადგან, მათი თქმით, მისი შემუშავების შესახებ არაფერია ცნობილი. აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა, ენტონი ფაუჩიმ კი აღნიშნა, რომ ვაქცინის შემუშავებისა და ცდების რამდენიმე ეტაპი არსებობს, რუსულ ვაქცინას კი  მხოლოდ 2 აქვს გავლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები