ჯონ ბოლტონი: რუსეთი საკუთარ საზღვართან მორიგ “ფერად რევოლუციას” არ დაუშვებს

რუსეთი საკუთარ საზღვართან მორიგ “ფერად რევოლუციას” არ დაუშვებს”, – მიიჩნევს დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

მისი თქმით, “ბელორუსის პრეზიდენტის პოლიტიკური გადარჩენა კრემლზეა დამოკიდებული. ლუკაშენკო, შესაძლოა, ამას ჯერ ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ მოსკოვისთვის დახმარებისთვის მიმართვა, მაღალი ალბათობით, ნიშნავს იმას, რომ ის მინსკში ხელისუფლებაზე უარს ამბობს”.

ბოლტონი ასევე მიიჩნევს, რომ “ბელორუსის მოქალაქეებმა უახლოეს დროში უნდა გადაწყვიტონ, ნამდვილად სურთ თუ არა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მოსწონთ მათ ეს თუ არა, მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთონ, იქნება მათი რევოლუცია პროდასავლური თუ პრორუსული”.

ჯონ ბოლტონის შეფასებით, ბელორუსში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირი “ბევრს ლაპარაკობდა და ნაკლებად მოქმედებდა”.

“მეორე მხრივ, დონალდ ტრამპი ცოტას საუბრობდა, ცოტას მოქმედებდა და სათანადო ყურადღებას არ იჩენდა. ცხადია, რომ აშშ-ში 3 ნოემბრამდე ცვლილება არ იქნება, რომლის შედეგები არის ერთადერთი, რაც ტრამპს ადარდებს. და რა ადარდებს ევროკავშირს – ეს, ჯერჯერობით, უცნობია”, – აღნიშნა ჯონ ბოლტონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები