რომის პაპი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ღარიბ ქვეყნებს ვალები ჩამოაწერონ

“მსოფლიო თანამეგობრობამ იმ ღარიბ ქვეყნებს, რომლებიც პანდემიის შედეგად დაზარალდნენ, ვალები უნდა ჩამოაწეროს”, – ამის შესახებ რომის პაპის სპეციალურ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც წმინდა ტახტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

პაპი მსოფლიოს სამხრეთის ქვეყნების ისტორიულ ექსპლუატაციას ახსენებს, რომელმაც ე.წ. ეკოლოგიური დავალიანება გამოიწვია.

ფრანცისკე მოუწოდებს, რომ მოხდეს მოწყვლადი ქვეყნების ვალების ჩამოწერა როგორც სამართლიანობის აღდგენის, ასევე – იმ სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური შედეგებისთვის, რომლებსაც ეს ქვეყნები კოვიდ19-ის შედეგად აწყდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები