მინსკში სტუდენტების აქცია დაშალეს – არიან დაკავებულები (ფოტო, ვიდეო)

ბელორუსის სპეცრაზმმა მინსკში აქცია დაშალა, რომელიც სტუდენტების მიერ იყო ორგანიზებული.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 20-მდე სტუდენტი.

შეკრებილებმა მსვლელობა ბელორუსის უნივერსიტეტამდე მოაწყვეს და არასამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ. აქციის მონაწილეებს ავტომობილების მძღოლები ხმოვანი სიგნალებით ამხნევებდნენ.

მოგვიანებით, მათ დამოუკიდებლობის გამზირის ბლოკირება სცადეს. ადგილზე უკვე სპეცრაზმი იყო მობილიზებული და სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლა მოხდა.

ქვეყნის შსს-ში განაცხადეს, რომ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე იმ სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქში “სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირება სცადეს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები