მამუკა მდინარაძე „მთავარი არხის” ჟურნალისტს: არჩილ თალაკვაძე მოქმედებს პროტოკოლით და თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლების კითხვაში გახმოვანებული ტყუილები არ არის სწორი
„ჩემს მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ესეც თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლების მიერ მოგონილი ტყუილი იყო დამატებითი სპეკულაციებისთვის. არჩილ თალაკვაძე მოქმედებს პროტოკოლით და თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლების კითხვაში გახმოვანებული ტყუილები არ არის სწორი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, არსებობს პროტოკოლი, სადაც სხვადასხვაგვარი რეგულაციებია.
„მე დაცვა არ მყავს, არც ჩემს მძღოლს დაუდასტურდა კორონავირუსი. ესეც იყო, უბრალოდ, ბოდიშს გიხდით, პერსონალურად თქვენ რას გერჩით, მაგრამ თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლების მიერ მოგონილი ტყუილი, უბრალოდ, დამატებითი სპეკულაციებისთვის. არსებობს პროტოკოლი და პროტოკოლში არსებობს სხვადასხვაგვარი რეგულაციები. საზღვარგარეთიდან შემოსული ყველა პირი, საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს. ეს არ მოქმედებს შიგნით სხვადასხვა შემთხვევაზე. აქ იმიჯნება უშუალო შემხებლობა, ირიბი შემხებლობა და ა.შ. ეს ეპიდემიოლოგების თემაა. მე შეიძლება, რაღაც შემეშალოს, უკაცრავად. არჩილ თალაკვაძე მოქმედებს პროტოკოლით და თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლების კითხვაში გახმოვანებული ტყუილები არ არის სწორი, დამიჯერეთ, იმიტომ, რომ არჩილ თალაკვაძეს არც უფიქრია არცერთი წამით პროტოკოლის დარღვევა. რა რჩევაც მისცეს გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად, იმ რჩევას მყისვე, უმალვე დაექვემდებარა და გადავიდა მის ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში, ამიტომ აქ არანაირი დარღვევა არ არის და თავი დავანებოთ სპეკულაციებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.