რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა
რუსეთში “კოვიდ19”-ის 4 729 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა კი 1 000 048-ს მიაღწია.
კორონავირუსითან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში დაავადებას 123 პაციენტი ემსხვერპლა, წინა დღით კი ეს რიცხვი 83-ს შეადგენა. ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 17 299 ადამიანი გარდაიცვალა.
807 339 პირი გამოჯანმრთელდა.