ირანში ერთ დღეში კორონავირუსს 109 პაციენტი ემსხვერპლა
ირანში ბოლო 24 საათში კოვიდ19-ის 109 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 21 571 ლეტალური შემთხვევაა.
ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, სიმა სადათ ლარიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ვირუსის 1 642 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, პანდემიის დაწყებიდან კი 375 212 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 3 729 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
დაავადების დამარცხება 323 233-მა პირმა შეძლო.
რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას – ჯონს ჰოპკინსის განახლებული ინფორმაციის მიხედვით, პლანეტაზე 25 254 339 დადასტურებული შემთხვევაა, 846 985 პირი გარდაიცვალა, 16 645 959 კი განიკურნა.