1-ელი სექტემბერი

11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სახელმწიფო ორგანიზაცია „იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორის რაჟდენ კუპრაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: დღეიდან “ბავშვის უფლებათა კოდექსის” ცვლილებების პაკეტი ამოქმედდება – ძირითადი რეგულაციები, რომელიც ძალაში შედის. ყველა არასრულწლოვნისთვის, მათ შორის გამოსაკითხი და დასაკითხი პირებისთვის, უფასო იურიდიული დახმარება იქნება ხელმისაწვდომი.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ პროგრამების ანალიტიკოსის, ლიკა სიდამონიძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: დღეიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის დაწესება იქნება შესაძლებელი – რა შედეგებს მოიტანს სიახლე. „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ ჩართულობა და დახმარება ოჯახში ძალადობის დაძლევის პროცესში.
მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები