დავით ზალკალიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიურ მისია დაასრულა.

მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულ, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული ნაყოფიერი სამსახურისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები