მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს, არ დაუმალონ თავიანთ აქტივს შიდა კვლევის შედეგები

პარლამენტის ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მოუწოდებს, არ დაუმალონ თავიანთ პარტიულ აქტივს ბოლო კვლევის მონაცემები, რომლის მიხედვით მათი რეიტინგი კატასტროფულად დაბალია.

„მოვუწოდებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ლიდერებს უფრო სწორად, ვინც იცის კვლევის შედეგები, მათი კვლევის და არა – ჩვენი კვლევის, რა რეიტინგები აქვს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, რა რეიტინგები აქვს სხვა ოპოზიციურ პარტიებს და რა რეიტინგი აქვს ამ დროს “ქართულ ოცნებას”, პარტიულ აქტივს ნუ დაუმალავენ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური შტაბის ზოგმა წარმომადგენელმაც კი არ იცის მათივე პარტიის მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემი იმიტომ, რომ ეს არის მათთვის კატასტროფულად დაბალი.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, ყველასი ერთად, დაახლოებით, 40% და ქართული ოცნების დაახლოებით 60%, ზუსტი ინფორმაცია ნამდვილად არ მაქვს, მაქვს დაახლოებითი მონაცემები და ყველა რეალური კვლევა ამას ადასტურებს. სიმართლე არსად იმალება და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ “ნაცმოძრაობის” ლიდერებს, გაუმხილონ თავის პარტიულ აქტივს ის მონაცემები, რომლებიც მიიღეს მათ მათივე დაკვეთით საკმაოდ ნორმალური და სერიოზული ორგანიზაციისგან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები