რუსთავში თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა დასრულდა

რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის ექსპერტიზა დასრულდა. საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ოჯახს უამრავი კითხვა აქვს და სწორედ ამის გამო მოხდა მანქანის დათვალიერება და ძალიან მალე მათ კითხვებს კონკრეტული პასუხები გაეცემა.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქმზე დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები და სწორედ საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში მოხდა დალუქული ავტომობილის გახსნა, რათა ექსპერტებს მისცემოდათ საშუალება აეღოთ მათთვის საჭირო ნიმუშები და მოეპოვებინათ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია მათ მიერ გასაცემი ექსპერტიზის დასკვნების დასასრულებლად. კონკრეტული მოქმედებები, რაც ჩატარდა, თქვენ იცით, რომ დასმულია უამრავი კითხვა, მაგალითიდ, შემდეგი კითხვებია – აღჭურვილი იყო თუარა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილი ჯიპიეს ან სხვა მზგავსი ტიპის მოწყობილობით, როგორ მუშაობს ჩამკეტი და გამხსნელი მექანიზმი, რა მდგომარეობაში იყო ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა. სწორედ მსგავს კითხვებზე პასუხოს გასაცემად ჩატარდა ნივთმტკიცების გახსნა დათვალიერება, ექპერტებმა მოიპოვეს შაბამისი ინფორმაცია და უეხლოეს მომავალშიგვეცოდინება ექსპერტიზის დასკვნა”, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები