კახა კალაძე: ძალიან მარტივია, გაიაროთ ქობულეთში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, განხორციელდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ზაალ მიქელაძისა და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე განაცხადა.

“ქობულეთი, ეს მუნიციპალიტეტი, ზოგადად – აჭარა ერთნაირად საყვარელია ჩვენი მოსახლეობისათვის. ამ ქალაქში, ამ მხარეში ტოლერანტობა და სტუმარმასპინძლობა არავის ესწავლება წლების განმავლობაში და, ბუნებრივია, დღესაც აქ, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში, მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი ერთად ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც სჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებითა და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ  არსებულ ყველა გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები