პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ის საკითხები, რომლებიც ბიუროზე გავა, ძირითადად, გულისხმობს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, ასევე, იქნება საინტერესო ინიციატივები რატიფიცირებასთან დაკავშირებით და ჩვენ ამაზე სასესიო კვირაში საკმაოდ აქტიურად და ნაყოფიერად ვიმუშავებთ.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი სექტემბრიდან უკვე ძალაში შედის ბავშვთა უფლებების კოდექსი. ეს არის ერთერთი ყველაზე პროგრესული კანონი, რომელზეც იმუშავა მეცხრე მოწვევის პარლამენტმა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები