პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა – არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. ამის შესახებ “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

“უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია.

ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში,”- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საზოგადოება, კორონავირუსი, პარლამენტი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები