30 აგვისტოს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობას  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს  წარუდგენს  

30 აგვისტოს, 11:00 საათზე ქედაში მმართველი პარტია მოსახლეობას  ხულოს, შუახევი, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ანზორ ბოლქვაძესა  და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ფრიდონ ფუტკარაძეს წარუდგენს.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერმინისტრი – გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

 13:30 საათზე კი  „ქართული ოცნება”  ანზორ ბოლქვაძეს და ფრიდონ ფუტკარაძეს შუახევში წარადგენს.

 გარდა ამისა, 15:00  საათზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა  ხულოში გაიმართება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები