რატი იონათამიშვილი: “ლელოც” გადაპოპულისტდა

“ბათუმის მერიას პატრიოტების ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ” მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა”, – ამ სიტყვებით ეხმაურება უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ბათუმში „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გაკრული ბანერის ჩამოხსნას.

იონათამიშვილის თქმით, მისთვის „პატრიოტთა ალიანსის” მიერ გაკრული ბანერი მძიმე საყურებელი იყო.

„ლელოც” გადაპოპულისტდა. ბათუმის მერიას პატრიოტების ერთი ბანერი უკვე მოხსნილი ჰქონდა და მეორეს ხსნიდა, სადაც სხვა სუპერპოპულისტ პარტიებს „ლელომ” მიასწრო, გვერდითა ბოძზე აძვრა და ნიუსები გაავრცელა, – ჩვენ მოვხსენითო. არადა, მდინარაძემ წინასწარ თქვა, მერია კი ხსნის, მაგრამ ესენი მაინც გარბიან და საინტერესოა, რომელი მიასწრებსო…  თავად ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის და ეს ჩვეულებრივი საბოტაჟია”, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები