ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ორივე ბანერი ჩამოხსნა

ბათუმის მერიამ „პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ორივე ბანერი ჩამოხსნა. აქედან ერთ შემთხვევაში კი ამ ფაქტის მითვისებას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” შეეცადა

ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში განთავსებული ბანერები ჩამოხსნა

,,პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარის რეგიონში ბანერების განთავსებას, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული, ბათუმის მერიის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მერიის თანამშრომლები ადგილზე გავიდნენ და დაიწყეს ბანერების ჩამოხსნა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,ლელო საქართველოსთვის” კი ერთ შემთხვევაში სცადა ეს ფაქტი მიეთვისებინა და გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ერთ-ერთი ბანერი მათ ჩამოხსნეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და დეზინფორმაციაა.
შეგახსენებთ, რომ აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის” ბანერები გამოჩნდა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართელოს” ლიდერები გამოეხმაურნენ. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პატრიოტთა ალიანსს აჭარაში განთავსებული ბანერის გამო ,,შმატრიოტებს” უწოდებს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კი ,,ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები