„ქართული ოცნების” ლიდერებმა  ბათუმში „ოცნების ქალაქის” მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა რესან კონცელიძემ და  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატმა ტიტე აროშიძემბათუმშიმასშტაბური სოციალური პროექტის – .. „ოცნების ქალაქის” მშენებლობა დაათვალიერეს.

მიმდინარე სამუშაოების შესახებ მმართველი გუნდის ლიდერებს ინფორმაცია სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მიაწოდესმათი ინფორმაციითმშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდებაამ ეტაპზესაცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.  „ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებით.. „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და აღნიშნესრომ საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შედეგადმათ ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნებათ.

. „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უკიდურესად მძიმესიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრობდა. 2019 წლის თებერვალში მიღებული უპრეცედენტო გადაწყვეტილებითაჭარაში წლების განმავლობაში ერთერთ ყველაზე დიდი სოციალური პრობლემა გადაიჭრება.

პროექტით გათვალისწინებულია სამი 12-სართულიანი სახლის მშენებლობაპროექტის ღირებულება 38.7 მილიონი ლარიამშენებლობის შემდეგ ეტაპზე გათვალისწინებულია სკოლისსაბავშვო ბაღის და სათამაშო მოედნების მოწყობა.

პროცესში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციები – Unicef- და  წითელი ჯვარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები