კახა კალაძე: აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით

“აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოქალაქეებს თავისუფლების, სამართლიანობის და ღირსების განცდა დაუბრუნა.

„ბათუმი საქართველოს ერთერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ზღვა, გამწვანებული მთები, დიდებული კულტურული მემკვიდრეობა, აქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ კოლორიტს და ხიბლს სძენს. ბათუმელები ძალიან მშრომელი, საკუთარ კუთხესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ბრძანდებით. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს ქალაქში. მინდა ბათუმიდან მივესალმო სრულიად საქართველოს.

აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, სადაც გმირი ადამიანები, დიდი საქმეებით ყოველდღიური საქმიანობით ჩვენ სამშობლოს აერთიანებდნენ და აძლიერებდნენ. ბათუმის თითოეულ მცხოვრებს – თითოულ ქრისტიანს, თითოელ მუსლიმს, თითოულ ბერძენს, ებრაელს, თუ უკრაინელს ამ ქალაქის და ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.

არავითარი განსხვავებულობა ამ სიყვარულზე მაღლა არასდროს დამდგარა და ვერასდროს დადგება, რადგან ჩვენ ყველა ერთნი ვართ. ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო საქმე გვაქვს გასაკეთებლი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, სამართლიანობის და ღირსების განცდა დაუბრუნა მოქალაქეებს. დღეს, სახელმწიფო აღარ ცდილობს დათრგუნოს, დღეს სახელმწიფო არ ართმევს, არ ატერორებს, ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით ჩავაბარეთ წარსულს.

საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ. პირიქით, დღეს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ცდილობს მათ დახმარებას. ამის უკანასკნელი მაგალითი გლობალური პანდემია და სახელმწიფოს მხრიდან პანდემიის პირობებში გატარებული პოლიტიკაა.

პანდემია, რომელიც ჩვენმა გუნდმა ეფექტურად მართა, ქვეყანას ზიანი მაქსიმალურად აარიდა, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინც დაზარალდა ჩვენი ქვეყანა, განსაკუთრებით ტურისტული სექტორი, რომელიც ბათუმის და ბათუმელებისთვის შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომ ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის სტიმულირება და დახმარება აქტიურად დაიწყო, რითაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ზიანი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ხალხის და ქართული ეკონომიკის გვერდში დგომას, ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რაც კრიზისი მართვისთვის იქნება საჭირო.

 

სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის სტიმულირება და დახმარება აქტიურად დაიწყო, რითიც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მცირედით მაინც შევუმსუბუქეთ ზიანი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ხალხის და ქართული ეკონომიკის გვერდში დგომას და ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რაც კრიზისის მართვისთვის იქნება საჭირო. 

დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ ამის ბევრი საუკეთესო მაგალითები გვაქვს, დაწყებული 2012 წლიდან და ყველას გვახსოვს თუ რა მდგომარეობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მიმართ, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ ყველამ საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახზე , ჩვენს ახლობლებზე, მეგობრებზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ საბედნიეროდ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით როგორც ეს ყველა ცივილიზებულ განვითარებულ ქვეყანაში ხდება წარსულს ჩავაბარეთ ის ცუდი ყველაფერი, რაც ხდებოდა.

ახლა მთავარია, რომ გავერთიანდეთ და მე დარწმუნებული ვარ არჩევნები, რომელიც ახლოვდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაქვს მხედველობაში , რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის. შესაბამისად,  საჭიროა ერთად დგომა.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები