ირაკლი კობაიხიძე „პატრიოტთა ალიანის“ ბანერზე: შმატრიოტები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობაიხიძე „პატრიოტთა ალიანსს“ აჭარაში განთავსებული ბანერის გამო „შმატრიოტებს” უწოდებს.

ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განმარტებით, თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება. პარტიის ლიდერი აჭარაში მსგავსი ბანერის განთავსებას სწორედ ამით ხსნის.

poop

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები