დღეს „ქართული ოცნება“ ბათუმის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს

დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, რესან კონცელიძეს და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ტიტე აროშიძეს წარუდგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი – კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი – გიორგი გახარია, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან.

წარდგენა 20:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები