“თქვენ ხართ ისინი, ვინც მოქალაქეები ქუჩაში დატოვეთ“ – ქობულეთში მოქალაქე მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას ითხოვს

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს პაატა ცივაძეს მოქალაქე დაუპირისპირდა. ადგილობრივი “ლელო საქართველოსთვის“ ერთერთ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს, მისი ოჯახის უკიდურეს გაჭირვებამდე მიყვანაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ თიბისი ბანკმა თავისი ოჯახი ფინანსურად დააზარალა. ქალი მაჟორიტარობის კანდიდატთან, პაატა ცივაძესთან საუბრისას ასევე აღნიშნავს, რომ სესხი “თიბისი ბანკში” გამოუვალი ფინანსური მდგომარეობის გამო აიღო, ბანკმა კი მაღალი პროცენტი დააკისრა და გაჭირვებულ ოჯახს არანაირი შეღავათით არ უსარგებლია. იგი მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრას ითხოვს.
“უნდა გრცხვენოდეთ, რომ დადიხართ და ხალხის ხმებს ითხოვთ, ქობულეთში კი არა მთელს საქართველოში ხმას არ უნდა ითხოვდეთ, თქვენმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ უამრავი მოქალაქე დატოვა გარეთ, ქუჩაში, ღია ცის ქვეშ. შევკრებ დაზარალებულ მოქალაქეებს და მოგიყვანთ, ყურადღების მიღმა დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც მაღალი პროცენტი დააკისრა “თიბისი ბანკმა” და უკიდურეს გაჭირვებაში ჩააგდო“, – ამბობს ქობულეთის მკვიდრი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები