რატი იონათამიშვილი: ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რაც სიღარიბის ფონს ამცირებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს, რომ ოჯახები, რომელთაც სოციალური შემწეობა ზედმეტად აქვთ ჩარიცხული, თავისუფლდებიან ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებისგან.

„ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ კონკრეტული ბენეფიტი სამართლიანად მიიღოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ამას საჭიროებს.

როდესაც ამ თემაზე ხელმოცარული ოპოზიცია საუბრობს და ამას უკავშირებს არჩევნებს, ჩემი აზრით, ძალიან უხერხულია, რადგან ჩვენ საქმით მოვიპოვებთ გამარჯვებას არჩევნებზე.

მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც „კოვიდ-19“ – თან მიმართებაში პირველი ტალღა წარმატებით გადავიტანეთ და დღეს მთავარი გამოწვევა სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაა, ჩვენ, პირველ რიგში, ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც ამ სიღარიბის ფონს ამცირებს ზუსტად იმ ოჯახებში, რომლებიც ყველაზე მეტად დგას რისკის ქვეშ. სწორედ ასეთები არიან ის ადამიანები, ვინც საარსებო შემწეობებს იღებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2020 წლის 20 ივლისამდე ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობა და სოციალური პაკეტი დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები